ნიურნბერგი მაგდებურგთან დამარცხდა | ლუკა ლოჩოშვილის შეფასება
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში მაგდებურგმა ნიურნბერგი 3:0 დაამარცხა. მასპინძლები 73-ე წუთზე დაწინაურდნენ, დანარჩენი ორი გოლის გატანა კი დამატებულ 10 წუთში მოახერხეს (90+5, 90+10).
ლუკა ლოჩოშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა, 7 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 4-ში გაიმარჯვა, ბურთს 47-ჯერ შეეხო, 36 გადაცემიდან 26 ზუსტად შეასრულა (72%).
ქართველი ფეხბურთელის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 6.1
Flashscore - 6.1
⏰ 90+17'
— 1. FC Nürnberg (@1_fc_nuernberg) November 29, 2025
Niederlage in Magdeburg.
⚽ 3:0 | #FCMFCN | #fcn pic.twitter.com/eiXJ1OCroV
ნიურნბერგი ბუნდესლიგა 2-ის ცხრილში 18 ქულით მე-9 ადგილზეა (5 მოგება, 3 ფრე, 6 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 14 დეკემბერს, გროიტერ ფიურტის წინააღმდეგ გამართავს.
ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონის 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.