Belive

ლუკა ლოჩოშვილი მატჩში საუკეთესო იყო | ქართველის შეფასება

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის 27-ე ტურის შეხვედრაში ნიურნბერგმა კაიზერსლაუტერნი 3:0 დაამარცხა. ლუკა ლოჩოშვილმა დუბლი შეასრულა, ქართველმა ჯერ მე-2 წუთზე გაიტანა, ხოლო შემდეგ 84-ზე, კიდევ ერთი გოლი ადამ მარხიევმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

ლუკა ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრა სრულად ჩაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა როგორც უკვე აღვნიშნეთ დუბლი შეასრულა და საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა. ლუკამ 3-ჯერ სახიფათო შეტევა განმუხტა და ბურთი მოიგერია, ხოლო 4-ჯერ მოახერხა მოწინააღმდეგისთვის ბურთის წართმევა და თავის გუნდს შეტევის წამოწყებაში დაეხმარა. ქართველმა მცველმა 12 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 6-ში გაიმარჯვა, ბურთს 38-ჯერ შეეხო, 24 გადაცემიდან 17 ზუსტად შეასრულა (71%), სულ კარში 3-ჯერ დაარტყა და 2 გოლის გატანა შეძლო.

ლუკა ლოჩოშვილს ორივე გუნდიდან საუკეთესო შეფასება ჰქონდა

  • Sofascore - 9.1

  • Flashscore - 8.2

  • Whoscored - 8.8

ნიურნბერგი ბუნდესლიგა 2-ის ცხრილში 36 ქულით მე-9 პოზიციაზეა (10 მოგება, 6 ფრე, 11 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 5 აპრილს ბრაუნშვაიგის წინააღმდეგ გამართავს.

ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები