ლუკა ლოჩოშვილი ბუნდესლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა | Kicker
გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის 22-ე ტურის შეხვედრაში ნიურნბერგმა კარლსრუე 5:1 გაანადგურა. ლუკა ლოჩოშვილს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა და Kicker-ის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.
სპორტულმა პლატფორმებმა, Sofascore-მა და Flashscore-მა ქართველი ფეხბურთელი ერთ-ერთ საუკეთესოდ შეაფასეს - 7.7.
სრულად Kicker-ის საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
მეკარე: დენის საიმენი (პადერბორნი)
მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი), მატეი მაგლიცა (დარმშტადტი), მაქსიმილიან ბაუერი - (არმინია ბილეფელდი)
ნახევარმცველები: ნიკლას შმიდტი (დარმშტადტი), ალექსანდერ როსიპალი (დრეზდენი), იოჰან გომესი (ბრაუნშვაიგი), ნოელ ასეკო ნკილი (ჰანოვერი), მუჰამედ ზომა (ნიურნბერგი), იულიან იუსტვანი (ნიურნბერგი)
თავდამსხმელი: ედინ ჯეკო (შალკე)
ნიურნბერგი ბუნდესლიგა 2-ის ცხრილში 29 ქულით მე-8 პოზიციაზეა (8 მოგება, 5 ფრე, 9 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 20 თებერვალს, ბოხუმის წინააღმდეგ გამართავს.
ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.