ნიუნბერგის ფეხბურთელი საკუთარმა ფანებმა სცემეს
გერმანიის პოლიცია "ნიუნბერგის" ფეხბურთელზე, ნიკლას-ვილსონ ზომერზე თავდასხმის საქმეს იძიებს. ფეხბურთელი საკუთარი გუნდის ფანებმა სცემეს, რომლის მიზეზი სოციალურ ქსელში "ბაიერნის" მაისურით გამოქვეყნებული ფოტო გახდა.
ზომერს თავს საკუთარ სახლთან დაესხნენ. თავად კლუბმა განცხადება გაავრცელა, სადაც ინციდენტი დაგმო და აღნიშნა, რომ ეს "ნიუნბერგის" პრინციპებს ეწინააღმდეგება.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "ნიუნბერგი" და "ბაიერნი" მოსისხლე მტრები არიან.
აღსანიშნავია, რომ შაბათს "მაგდებურგთან" გასვლით შეხვედრაზე ფანებმა ბანერები გამოფინეს, სადაც ზომერს შეურაცხყოფას აყენებდნენ.
Dass man als Nürnberg Fan Choreos gegen Niklas Wilson Sommer macht, weil er sich mit einem Bayerntrikot zur Schau gestellt & posiert hat ist völlig in Ordnung, aber ihn heimzusuchen bzw. ihm aufzulauern und dann in der Nacht hinterhältig angreifen ist das aller letzte.
— 𝙇𝙖𝙙. (@TheBorussiaLad) September 1, 2024
Bastarde pic.twitter.com/QTxxqMVkrD