ნიცას ფეხბურთელი თვითმკვლელობით იმუქრება - ადგილზე პოლიცია და მეხანძრეები მუშაობენ
22 წლის ფრანგი ფეხბურთელი - ალექსის ბეკა ბეკა, საფრანგეთში, ნიცაში მდებარე ერთ-ერთი 100 მეტრი სიმაღლის ხიდიდან გადახტომით იმუქრება.
მიზეზი უცნობია, ფეხბურთელთან დისტანციური მოლაპარაკება მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და 23 წლის ფეხბურთელის მეგობარი გოგონა.
ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, "ნიცამ" დღეს დაგეგმილი პრესკონფერენცია გადადო.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: An OGC Nice player is threatening to commit suicide.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) September 29, 2023
The unnamed professional player is standing on the Magnan viaduct, 100 metres above the ground and is threatening to jump.
According to reports in France, the player in question is suicidal following a… pic.twitter.com/L0lSv8ztmT
ალექსის ბეკა ბეკა პარიზში დაბადებული ფეხბურთელია, რომელიც გასულ წელს მოსკოვის "ლოკომოტივიდან" ნიცაში გადავიდა და 2022 წლიდან დღემდე ფრანგული კლუბის რიგებში 14 მატჩი ჩაატარა. იგი ასევე საფრანგეთის 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა.
განახლებული ინფორმაცია - 22 წლის ფრანგი ფეხბურთელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უსაფრთხოდ გადაიყვანა საავადმყოფოში და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ვიდეო დაახლოებით 20 წუთის წინ არის გადაღებული.
🚨🚨🚨 Alexis Beka Beka has been safely taken by emergency services and is now out of danger. Video was taken around 20 minutes ago.
— Alaa Jaballi (@AlaaJaballi) September 29, 2023
Our thoughts are with him and his loved ones during this time. This underscores the urgent need for mental health awareness and resources in our… pic.twitter.com/xA1Bur7ws2