Belive

კილიან მბაპე კაენის ახალი მფლობელი გახდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ნაკრებისა და "რეალ მადრიდის" შემტევი კილიან მბაპე "კაენის" ახალი მფლობელი გახდა. 25 წლის ფეხბურთელი ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბის აქციების 80% შეიძინა. აღნიშნული მბაპემ საკუთარი საინვესტიციო ფონდის საშუალებით განახორციელა და დაახლოებით 15 მილიონი ევრო დახარჯა.

ეს გარიგება კლუბის სტრატეგიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის აძლიერებს ჩვენს ამბიციას დავიკავოთ ისტორიული ადგილი ფრანგულ ფეხბურთში. - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში

"კაენმა" ლიგა 2-ის გასული სეზონი 58 ქულით მე-6 ადგილზე დაასრულა.

საფრანგეთის რანგით მეორე ჩემპიონატი 17 აგვისტოს განახლდება. "კაენის" თავის პირველ შეხვედრას საწყის ტურში "პარიზის" წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული შეხვედრა 21:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები