ნიკა კვეკვესკირი: "მიზანი იგივეა - გავიდეთ ერთა ლიგის პლეი-ოფში"
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში პირველად არის მატჩები ასე ერთმანეთს მიწყობილი. ფაქტობრივად არ გვაქვს დრო აღდგენისთვის. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს ეტაპი, რათა კარგად მოვემზადოთ. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ფეხბურთელია შეკრებაზე. 10 დღეში მოგვიწევს ოთხი თამაშის ჩატარება და შეუძლებელია ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელის და ოპტიმალური როტაციის გარეშე წარმატების მიღწევა. ერთა ლიგის პირველი გათამაშების ჯგუფურმა ეტაპმა გულშემატკივრებს შორის დიდი იმედები გააჩინა და ამ გათამაშების დაწყებამდეც იგივე მიზანს ვისახავთ, რომ მივაღწიოთ წარმატებას და გავიდეთ პლეი ოფში. იმედი მაქვს, მეტი დანაკლისი არ გვექნება, რადგან თითოეულ ფეხბურთელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მთავარი მათი ფიზიკური მდგომარეობა და ჯანმრთელობაა".