Belive

ვილი სანიოლი: "ზოგჯერ სირთულეს უნდა შეეჯახო, რომ უკეთესი გახდე"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. ნომინალურმა მასპინძლემა უკრაინამ, პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიხაილო მუდრიკის ერთადერთი გოლით მოგვიგო და ჯგუფში პირველი ქულები მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ვილი სანიოლმა ისაუბრა.

თამაშში შესვლა გაგვიჭირდა. კონცენტრაცია და აგრესია გვაკლდა. პირველი 30 წუთი სრული კატასტროფა იყო, რითაც უკრაინამ ისარგებლა და იმსახურებდნენ კიდეც დაწინაურებას. საერთო ჯამში, ჩვენ უფრო ბევრი მომენტი გვქონდა - ბუნებრივია, რომ იმედგაცრუებულები ვართ. თამაშის ასე დაწყების გამო, წაგება მოულოდნელი არაა, მეორე მხრივ შეიძლება კარგიცაა - მოთამაშეების გამოფხიზლებისთვის.

დასაფიქრებელია, რატომ გვიჭირს შეხვედრის სტარტზე. თუ გახსოვთ, ჩეხეთთანაც პირველ 15-20 წუთში ეს პრობლემა გვქონდა. დღეს გოლის შემდეგ მოვედით გონს, რაც ნიშნავს, რომ სამუშაო კიდევ ბევრია. ყველა წარმატებას რასაც მივაღწიეთ, მხოლოდ გუნდური შრომითა და თავდადებით - დღევანდელ პირველ 30 წუთში ეს ნაკლებად ჩანდა.

შეიძლება იყო მცირე მოდუნებაც. ნებისმიერ თამაშს ისე უნდა მიუდგე, თითქოს ის ყველაზე მნიშვნელოვანია. ზოგჯერ უნდა შეეჯახო სირთულეს, რომ გაუმჯობესდე. - განაცხადა ვილი სანიოლმა

მეოთხე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები მიხეილ მესხზე, 14 ოქტომბერს, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ჩეხებმა დღეს ალბანეთს მოუგეს და მათაც, ისევე როგორც ჩვენ 6 ქულა აქვთ. ალბანელებსა და უკრაინელებს კი 3-3 ქულა დაუგროვდათ.

სხვა სტატიები