ნიკა კვეკვესკირი: "გოლის გატანას პასის გაკეთება მირჩევნია, - პენალტმა გავლენა არ მოახდინა"
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ის თამაში ყველას გვახსოვს და ყველა ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იყო. იმ მატჩმა რა ტკივილი და გრძნობებიც დატოვა, არა მხოლოდ ხვალინდელი მატჩის წინ, მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგვყვება. უშუალოდ ხვალინდელ მატჩში მე პირადად რევანშისტული განწყობა არ მაქვს, რადგანაც ამ მატჩის მოგებაც კი ვერ შეძლებს ფინალურ შეხვედრაში მარცხით დატოვებული გრძნობების გადაფარვას. ეს სხვა ისტორიაა. რაც შეეხება გუნდში არსებულ კარგ გარემოს და ატმოსფეროს, ეს იმის დამსახურებაა, რომ ფეხბურთელები თამაშობენ არა მეტოქის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი ქვეყნის სახელისთვის და ამის შემჩნევა გარედანაც შესაძლებელია. მე ფეხბურთელების იმ კატეგორიას განვეკუთვნები, რომელსაც გოლის გატანას საგოლე პასის გაკეთება ურჩევნია. ამიტომ, ბულგარეთთან აცილებულმა პენალტმა ჩემში ფსიქოლოგიური კუთხით ბევრი რამ არ შეცვალა. მე მოედანზე იმისთვის გავდივარ, რომ გუნდს დავეხმარო და არა იმისთვის, რომ პირადი სტატისტიკა გავიუმჯობესო. ამიტომ, მოტივაცია უცვლელია - მთავარია საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვოს.", - თქვა კვეკვესკირმა.მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.