Belive

ანტონიო კასანო: "კვარას ჭკუიდან გადავყავარ, ის მალე მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ითამაშებს"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მილანის “ინტერის”, “მილანის”, “რომას”, მადრიდის “რეალის” და იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას მალე მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში წასვლის შესაძლებლობა ექნება.

"ის, რასაც დღეს კვარაცხელია აკეთებს, გასაკვირი არ არის. შესაძლოა ეს გასაოცარი ყოფილიყო პირველ მატჩებში, მაგრამ ახლა უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. შთამბეჭდავი ამ 21 წლის ბიჭის პიროვნული თვისებებია. ჩვენ ვსაუბრობთ ქართველზე, რომელიც ჩამოდის უცხო ლიგიდან და მას არავინ იცნობს. მე ძალიან ცოტა ინფორმაცია მქონდა მის შესახებ, თითქმის არაფერი ვიცოდი. თუმცა, მას დღეს წარმოუდგენელი უწყვეტი სერია აქვს, როცა გოლი გააქვს ან საგოლე პასს აკეთებს. იგი ჭკუიდან მშლის.

შესრულებით ის შთამბეჭდავია, ძლიერია როგორც მოკლე, ისე გრძელი პასების დროს და რა თქმა უნდა, მისი ფეხების აღნაგობა შესანიშნავია. ის ყოველთვის აკეთებს სწორ არჩევანს და ასევე იტანს გოლებს.

თუ ასე გააგრძელებს, "ნაპოლის" პატივისცემის მიუხედავად, კვარა მალე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში წავა, რადგან ის ამ დონეზე თამაშს იმსახურებს. მაგალითად, თუ "მანჩესტერ სიტისა" და ჯეკ გრილიშზე ვსაუბრობთ, კვარაცხელია მას ცალი ფეხითაც აჯობებს, რადგან უფრო ძლიერია როგორც სათამაშო უნარ-ჩვევებში, ისე პიროვნულად. იდეურად იგი გაცილებით მრავალფეროვანი ფეხბურთელია", - თქვა 40 წლის ვეტერანმა.

მიმდინარე სეზონში, “ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში კვარას აქტივში უკვე 13 მატჩში გატანილი 7 გოლი, 7 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები