Belive

ნიდერლანდების ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. რონალდ კუმანმა გერმანიაში ევრო 2024-ზე სათამაშოდ 26 ფეხბურთელი წაიყვანა.

ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: ჯასტინ ბილოუ ("ფეინოორდი), მარკ ფლეკენი ("ბრენტფორდი"), ბარტ ვერბრუგენი ("ბრაიტონი")

მცველები: ნათან აკე ("მანჩესტერ სიტი"), დელეი ბლინდი ("ჟირონა"), ვირჯილ ვან დაიკი ("ლივერპული"), დენზელ დუმფრისი ("ინტერი"), ჯერემი ფრიმპონგი ("ლევერკუზენი"), ლუტშარელ გერტრუიდა ("ფეინოორდი"), მატიას დე ლიხტი ("ბაიერნი"), მიკი ვან დე ვენი ("ტოტენჰემი"), სტეფან დე ვრაი ("ინტერი").

ნახევარმცველები: რაიან გრევენბერხი ("ლივერპული"), ფრენკი დე იონგი ("ბარსელონა"), ტეუნ კოპმაინერსი ("ატალანტა ბერგამო"), ტიჯანი რეინდერსი ("მილანი"), ჯერდი შუტენი ("პსვ"), ხავი სიმონსი ("ლაიფციგი"), ჯორჯინიო ვეინალდუმი ("ალ-ეტიფაქი"), ჯო ვეერმანი ("პსვ").

თავდამსხმელები: სტივენ ბერგვაინი ("აიაქსი"), მემფის დეპაი ("ატლეტიკო"), ბრაიან ბრობი ("აიაქსი"), კოდი გაკპო ("ლივერპული"), დონიელ მალენი ("დორტმუნდი"), ვოუთ ვერგორსტი ("ჰოფენჰაიმი").

ნიდერლანდების ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე 2 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: 6 ივნისს კანადის, ხოლო 10 ივნისს ისლანდიის წინააღმდეგ.

ევრო 2024-ზე ნიდერლანდები D ჯგუფშია, 16 ივნისს პოლონეთს დაუპირისპირდება, 21 ივნისს საფრანგეთს, ხოლო 25 ივნისს ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს.

სხვა სტატიები