ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ საუთგეიტის დატოვება გადაწყვიტა
ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთს ინგლისის ნაკრები დაუპირისპირდება. მიუხედავად ძალიან მძიმე თამაშებისა, ინგლისელებმა ფინალამდე დაუმარცხებლად მიაღწიეს. ზედმეტად პრაგმატული და არასანახაობრივი ფეხბურთის გამო, "სამ ლომს" ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. მათ შორის ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელები და ექსპერტებიც არიან.
უკმაყოფილების ისრები ინგლისის მთავარი მწვრთნელისკენ არის მიმართული. გულშემატკივრები თვლიან, რომ გარეთი გუნდის პოტენციალს ვერ იყენებს. ბევრი გამოცემა, ექსპერტი თუ ფანი წინასწარმეტყველებდა, რომ აღნიშნული ფინალის შემდეგ, საუთგეიტი ინგლისის ნაკრებს დაემშვიდობებოდა. თუმცა, FA-ს განცხადებით 53 წლის სპეციალისტის გათავისუფლებას არ აპირებენ.
🚨🏴 FA insist on Gareth Southgate to stay, they want him to be England's manager regardless of the outcome in the Euros final vs Spain.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 12, 2024
Internal talks already took place to confirm total confidence in Southgate. pic.twitter.com/71ihPQX8Jw
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ევროპის ჩემპიონატის ფინალი რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, საუთგეიტი კვლავ "სამი ლომის" მწვრთნელი იქნება. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ნდობის დასამტკიცებლად საუთგეიტთან შიდა მოლაპარაკება უკვე გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის ფინალი 14 ივლისს გაიმართება. შეხვედრა 23:00 საათზე არის ჩანიშნული და მას ბერლინის ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს.