Belive

ნევილი: "პრემიერ ლიგას სიტი მოიგებს, მეორეზე მანჩესტერი გავა..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა - გარი ნევილმა, პრემიერ ლიგის მე-18 ტურის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"მანჩესტერ იუნაიტედს საუცხოოდ კარგი პერიოდი აქვს, "სიტის" კი პირიქით, ამ ეტაპზე საერთოდ ვეღარ თამაშობენ, თუმცა მგონია, რომ 8 ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, "სიტი" პრემიერ ლიგის მოგებას მაინც შეძლებს.

მეორე ადგილზე "მანჩესტერ იუნაიტედს" ვვარაუდობ. მგონია, რომ "არსენალი" ჩემპიონი ვერ გახდება, თუმცა ეგრე მეგონა და დარწმუნებული ვიყავი "ლესტერის" ჩემპიონობაზეც. ვნახოთ რა იქნება..."

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგას 18 ტურის შემდეგ "არსენალი" 47 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტია" 39 ქულით, მესამე-მეოთხე ადგილებს კი "ნიუკასლი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" 38-38 ქულით იყოფენ.

შემდეგ ტურში, ტურის ცენტრალური მატჩი ლონდონში შედგება, სადაც ერთმანეთს "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები