Belive

პოგბას უარი ზენიტს - "რუსეთში თამაში არ მსურს"

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

იუვენტუსი" და პოლ პოგბა კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდნენ. საბოლოოდ კი ეს ინფორმაცია დადასტურდა და 2025 წლიდან ფრანგი ნახევარმცველი "ბებერ ქალბატონში" ოფიციალურად აღარ ირიცხება.

პოგბას, რომელსაც ,,იუვენტუსთან'' კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებდა, დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის გამო, 2023 წლის სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია.

ფრანგი ფეხბურთელი თავდაპირველად 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რაც სარჩელის შეტანის შემდეგ, 18 თვემდე შემცირდა. შესაბამისად, ნახევარმცველი მოედანზე დაბრუნებას 2025 წლის მარტში შეძლებს.

ფეხბურთში დაბრუნების შემდეგ, პოგბაზე დიდი გრანდები აღარ ნადირობენ, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს, რომ 31 წლის ფრანგი კლუბში დააბრუნონ და ამისთვის მათთან ვარჯიში შესთავაზა, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიუღიათ.

სულ ახლახანს კი რუსულ სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოგბას დამატებით "ზენიტი" იყო დაინტერესებული, თუმცა პოგბამ პირადად განაცხადა უარი ამ ტრანსფერზე და აღნიშნა, რომ მას რუსეთში თამაშის არანაირი სურვილი არ აქვს და არც ჰქონია, შესაბამისად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი და ერთა ლიგის გამარჯვებულია. მას "ლურჯების" შემადგენლობაში 91 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 11 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები