Belive

კარლო ანჩელოტი: "ენდრიკი განსაკუთრებულია"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რეალ მადრიდმა" ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა. მადრიდელებმა შინ "შტუტგარტი" 3:1 დაამარცხა. ანგარიში მბაპემ გახსნა, ეს მისი სადებიუტო გოლი იყო ჩემპიონთა ლიგაზე ახალი კლუბის მაისურით. მე-80 წუთზე მინდორზე ენდრიკი შემოვიდა, ამ დროისთვის რუდიგერის გოლით რეალი უკვე იგებდა 2:1-ს. ბრაზილიელმა შეხვედრის მე-5 დამატებულ წუთზე კარვახალის ასისტით გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ამ გოლით ენდრიკი "სამეფო კლუბის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლი ავტორი გახდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ახალგაზრდა ბრაზილიელზე ისაუბრა.

ენდრიკი დასაჩუქრებულია. მას რაღაც განსაკუთრებული აქვს. მას სიმამაცე და ხარისხი აქვს. ენდრიკის დარტყმა რაღაც განსაკუთრებულია. მცირე დროის მიუხედავად, დარწმუნებული ვიყავი რომ გაიტანდა. ის განსაკუთრებულია. - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ

ამ გოლით ენდრიკმა მოხსნა რეკორდი, რომელიც რეალში 1995 წლიდან არსებობს. ჩემპიონთა ლიგაზე, ლეგენდარულმა რაულმა პირველი გოლი 18 წლისა და 113 დღის ასაკში გაიტანა, ენდრიკი კი 18 წლისა და 58 დღისაა.

ენდრიკს ეს გოლი აქცევს მეორე ყველაზე ახალგაზრდა არაევროპელ მოთამაშედ, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გაუტანია. ის მხოლოდ განელ პეტერ ოფორი-კუაიეს ჩამორჩება, რომელმაც "ოლიმპიაკოსის" შემადგენლობაში 17 წლისა და 194 დღის ასაკში გაიტანა.

სხვა სტატიები