Belive

ალვარესს კლუბში სიტუაცია საბოლოოდ აერია, თუმცა ატლეტიკო მას მხოლოდ არსენალში უშვებს

9 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ხულიან ალვარესის უკმაყოფილება და მადრიდულ კლუბში დარჩენის არასურვილი უკვე მოედანზეც აშკარად ჩანს. კვირას, ვილიარეალთან გამართული დრამატული მატჩის დროს (2:2), როდესაც დიეგო სიმეონემ არგენტინელი ცვლილებაზე შეიყვანა, ატლეტიკოს გულშემატკივრებმა საკუთარ ფორვარდს მასობრივად დაუწყეს სტვენა. სტადიონზე უკმაყოფილების ხმაური ჯერ კიდევ მაშინ გაისმა, როდესაც მისი გვარი დიქტორმა გამოაცხადა და მოედანზე შესასვლელად ემზადებოდა.

დაძაბულობა მატჩის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. საფინალო სასტვენის შემდეგ, როდესაც ატლეტიკოს მთელი გუნდი მოედანზე დარჩა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიდა, ალვარესმა თანაგუნდელები იგნორირებას უკეთა, მარტო გამოეყო ჯგუფს და პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა. ეს კადრები ნათლად ადასტურებს, რომ არგენტინელი ვარსკვლავი ატლეტიკოში დარჩენით ძალიან უკმაყოფილოა და კლუბის დატოვება სეზონის კარგაფ შეხურებამდე სურს.

მადრიდის ატლეტიკომ ხულიან ალვარესის სატრანსფერო საგაში მკაფიო პოზიცია დააფიქსირა - კლუბი არგენტინელ თავდამსხმელს ამ ზაფხულს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ ლონდონის არსენალი ასტრონომიულ, 150-მილიონიან წინადადებას წარადგენს. მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ეს ერთადერთი გზაა ტრანსფერის განსახორციელებლად, თუმცა წყაროების ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „მეთოფეებმა“ ასეთი თანხა გადაიხადონ.

არსენალმა გასულ კვირას როგორც ატლეტიკოსთან, ისე ფეხბურთელის გარემოცვასთან გამართა მოლაპარაკებები, თუმცა ლონდონურ კლუბში ეჭვობენ, რამდენად დიდია თავად მოთამაშის სურვილი, კარიერა ინგლისში გააგრძელოს. ალვარესის მთავარ პრიორიტეტად და სასურველ მიმართულებად კვლავ ბარსელონა რჩება არსენალში ტრანსფერის განხილვამდე, პირველ რიგში, თავად ფეხბურთელის ეს პოზიცია უნდა შეიცვალოს.

სხვა სტატიები