7 ივლისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, "დინამო თბილისი
ბაქოს "ნეფთჩის" უმასპინძლებს.
შეხვედრის დაწყებამდე 1 საათით ადრე, ცნობილი გახდა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ძრითადი შემადგენლობა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება.
"დინამო თბილისი": კვასხვაძე - ბენიო, ხვადაგიანი, პაპავა - სპორქსლედე, რადინი, ქარდავა, ხარაბაძე - გაბედავა, კუცია - მარუშიჩი. (3-4-2-1).
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე.
“დინამო თბილისისა” და ბაქოს “ნეფთჩის” დაპირისპირება 7 ივლისს, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.