ნემანია ვიდიჩი სერ ალექს ფერგიუსონთან პირველ შეხვედრას იხსენებს
ნემანია ვიდიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლისას ალექს ფერგიუსონთან შეხვედრის ისტორია გაიხსენა.
ცოტა ხნის წინ, ვიდიჩი ყოფილ თანაგუნდელს რიო ფერდინანდს პოდკასტში ეწვია, სადაც ფერგიუსონთან შეხვედრის ისტორია გაიხსენა. ვიდიჩის თქმით, ლეგენდარული მწვრთნელი მას პირადად "ემსახურებოდა" და მის ჩემოდნებსაც კი ატარებდა.
"სერ ალექს ფერგიუსონი მელოდებოდა. მთელი მოგზაურობა იქ იყო. ჯერ სასტუმროში წავედით ფეხბურთელების სანახავად. მაგიდასთან კრიშტიანუ რონალდუსთან და ლუის საჰასთან ერთად ვიჯექი. ამის შემდეგ ფერგიმ სასტუმროში წაგვიყვანა. ის ჩემს ჩანთებს ატარებდა და საბარგულშიც შეინახა. მაშინვე ვთქვი, ეს ბიჭებისთვის უნდა მომეყოლა. შემდეგ დღს აეროპორტში წაგვიყვანა და იგივე გააკეთა. თვითმფრინავის ფანჯრიდან ვიყურებოდი და ფერგის საქციელზე ვფიქრობდი." - იხსენებს ნემანია ვიდიჩი.
🎙️ Sir Alex carried Vidic’s bags when he arrived at MUFC? 😂
— Rio Ferdinand Presents (@FIVEUK) April 24, 2023
🔥 Nemanja Vidic joins @rioferdy5, @joelbeya & @MrStephenHowson for an exclusive interview!
🗣️ They discuss Vidic joining MUFC, Sir Alex carrying Vidic’s bags, training ground stories, the 2008 UCL Final & much more! pic.twitter.com/Pm1Qso9jSL
ლეგენდარული სერბი მცველი "წითელ ეშმაკებს" 2005 წელს, 7 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა. 8 წლისა და 6 თვის განმავლობაში ნემანიამ 5 ჩემპიონთა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგება შეძლო.