ნეიმარი: "ცხადია, ოქროს ბურთი ვინისიუსმა უნდა მოიგოს"
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ალ ჰილალისა" და ბრაზილიის ნაკრების 32 წლის შემტევმა - ნეიმარმა, ცნობილ გამოცემასთან სხვადასხვა და მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.
ნეიმარმა პირველ რიგში საკუთარი ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"უკვე 7 თვე გავიდა, რაც ტრავმა მაქვს და მტანჯავს ეს პერიოდი, რომ ფეხბურთის თამაშს ვერ ვახერხებ, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და ვეცდები, მოედანს რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე.
აქვე მინდა ვისარგებლო მომენტით და აღვნიშნო, რომ მოედანზე დაბრუნების შემდეგ, მინიმუმ 1 სეზონს ალ ჰილალში გავატარებ. კლუბის შეცვლის შესახებ ამ ეტაპზე არ ვფიქრობ..." -
გარდა ტრავმისა, ნეიმარმა ძალიან საინტერესოდ ისაუბრა თავის თანამემამულე - ვინისიუს ჯუნიორზე.
"ვინისიუსი ფენომენია. ცხადია, რომ მიმდინარე სეზონის გათვალისწინებით მან ოქროს ბურთი უნდა მოიგოს.
მე მას ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მივწერე და წარმატებები ვუსურვე. დარწმუნებული ვარ, რომ ოქროს ბურთს მოიგებს, წინააღმდეგ შემთხვევაში უსამართლობის გრძნობა შემაწუხებს.
ის, რასაც ბურთით თუ უბურთოდ აკეთებს, უბრალოდ ფენომენალურია. მადლობელი ვარ, რომ ამაყად ატარებს ჩვენი ქვეყნის ფერებს მთელ მსოფლიოში..." - ნეიმარი
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა 7 თვის წინ საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო, მას შემდეგ კი მოედანზე არ დაბრუნებულა. იძულებითი ტრავმის გამო, ნეიმარს კოპა ამერიკის გამოტოვება უწევს, რომელიც 20 ივნისს აიღებს სტარტს და 14 ივლისს დასრულდება.