ნეიმარმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, თითქოს, სტადიონზე 14-მილიონიანი ბეჭედი მოჰპარეს
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არაერთი გავლენიანი გამოცემის, მათ შორის მარკას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ნეიმარის ბეჭდის მოპარვის შესახებ სიცრუე აღმოჩნდა.
გუშინ ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ, თითქოს, ბრაზილიელ ფეხბურთელს მოედანზე გასვლისას, ერთ-ერთი გულშემატკივარი თითიდან ბეჭედს აძრობს. რამდენიმე გვერდმა ისიც კი დაწერა, რომ ამ ბეჭდის ღირებულება დაახლოებით 14 მილიონი ევრო იყო, თუმცა, ფაქტი თავად ნეიმარმა უარყო:
,,სულ გაგიჟდით! 3 ყალბი ამბავი მხოლოდ ამ კვირაში... სამწუხაროა, რომ ასეთი დიდი გვერდები სიცრუეს ავრცელებენ. ვწუხვარ, რომ ბრაზილიაში ასე მექცევიან.'' - დაწერა ნეიმარმა ერთ-ერთი გვერდის პოსტის კომენტარებში
კიდევ უფრო აბსურდული ის არის, რომ წყაროები ბეჭდის ზუსტ ღირებულებაზე არათუ ვერ თანხმდებიან, არამედ ფასის შესახებ კოლოსალურად განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებენ. მაგალითად, ზოგიერთი არაბული გამოცემა წერს, რომ მძარცველმა ბეჭედი აუქციონზე უკვე გაიტანა და 14-ათას ევროდ გაყიდა, ზოგი კი ამბობს, რომ სამკაული 14-მილიონ ევროდ შეიძინეს.