ნეიმარი: ,,როცა პსჟ-ში მესი გადმოვიდა, მბაპე ეჭვიანი გახდა''
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ალ ჰილალის'' შემტევმა, ნეიმარმა, რომარიოს პოდკასტში ყოფილ თანაგუნდელთან, კილიან მბაპესთან, ურთიერთობაზე ისაუბრა:
,,მბაპეს ოქროს ბიჭი დავარქვი. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გახდებოდა. ვეხმარებოდი და ხშირად ვსაუბრობდით, ერთად კარგი წლები გავატარეთ.
თუმცა, ჩვენს ურთიერთობაში გარდამტეხი მომენტი პსჟ-ში მესის გადმოსვლა იყო. ვფიქრობ, კილიანმა იეჭვიანა, სხვასთან ჩემი გაზიარება არ სურდა. სწორედ ასე დაიწყო უთანხმოება.
რა იყო პსჟ-ს მთავარი პრობლემა? ეგო... კარგია, როცა ეგო გაქვს, როცა ფიქრობ, რომ საუკეთესო ხარ, მაგრამ, უნდა გააანალიზო, რომ მარტო არ თამაშობ. დღეს თუ სხვა არ გეხმარება, მოგება შეუძლებელია.'' - ნეიმარი
ნეიმარი ,,პარი სენ ჟერმენში'' 2017-2023 წლებში თამაშობდა. ბრაზილელის ანგარიშზე პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 173 შეხვედრაში 118 გოლი და 77 საგოლე გადაცემაა.
🚨🚨🚨 Neymar déclare que Kylian Mbappé était jaloux de Lionel Messi au PSG. 😳🔴🔵
— Instant Foot ⚽️ (@lnstantFoot) January 17, 2025
« On a eu une petite prise de bec avec Kylian Mbappé.
Au début, quand il a signé, il était top. Je l'appelais Golden Boy. Je lui disais toujours qu'il serait l'un des meilleurs du monde et que… pic.twitter.com/sg8ElencQ4