ტრავმირებულმა ნეიმარმა თავის გუნდს მოაგებინა
დღეს, სანტოსის და მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა თავის გუნდს სპორტ რესიფისთან 3:0 მოაგებინა. 33 წლის ფეხბურთელმა ჯერ გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ საგოლე გადაცემა მიითვალა. სანტოსი მძიმე მდგომარეობაშია, მათ უმაღლესი ჩემპიონატიდან გავარდნის საფრთხე ემუქრებათ და თითოეული ქულა ნეიმარის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია.
ამ მატჩში მნიშვნელოვანი რამ მოხდა, კერძოდ ცოტა ხნის წინ, მირასოლის წინააღმდეგ ნეიმარმა მენისკის ტრავმა მიიღო და დღემდე ამ დაზიანებით თამაშობს. მან წინა შეხვედრა, ინტერნასიონალის წინააღმდეგ სწორედ აღნიშნული დაზიანების გამო გამოტოვა და ბრაზილიური წყაროების ინფორმაციით ტრავმა იმდენად მძიმე იყო, რომ ნეიმარი მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებდა, მაგრამ დაბრუნდა და შესანიშნავი პერფორმანსიც შემოგვთავაზა.
სანტოსი სპორტ რესიფისთან გამარჯვებით გასავარდნი ზონიდან ამოვიდა, მათ ამ დროისთვის 41 ქულა აქვთ და მე-15 პოზიციაზე იმყოფებიან (10 მოგება, 11 ფრე, 15 მარცხი).
ნეიმარს მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.