Belive

ნეიმარმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ალ ჰილალის'' თავდამსხმელი, ნეიმარი რამდენიმე გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ბრაზილიელს გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ჟორჟე ჟეზუშთან კონფლიქტი აქვს:

,,სისულელეა! მსგავს გვერდებს არ უნდა დაუჯეროთ... როცა მილიონი გამომწერი გყავთ, უფლება არ გაქვთ, სიცრუე გაავრცელოთ! მთელი პატივისცემით გთხოვთ, რომ ეს შეაჩეროთ! ეს უპატივცემულობაა...'' - წერს ნეიმარი ინსტაგრამზე.

Diario Sport-მა ისიც დაწერა, რომ ნეიმარმა არაბული კლუბის ხელმძღვანელობას პორტუგალიელი სპეციალისტის გათავისუფლება სთხოვა.

31 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,ალ ჰილალის'' მაისურით ჩატარებულ 3 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები