Belive

ნეიმარი სოციალურ ქსელში სანტოსის მხარდამჭერ პოსტს ავრცელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატის 2023 წლის სეზონი ისტორიული ფაქტით დასრულდა - ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, ,,სანტოსი'' სერია B-ში დაქვეითდა. ნეიმარი, რომელიც ევროპულ ფეხბურთს სწორედ "სანტოსიდან" შეუერთდა, სოცილაურ ქსელში ყოფილი კლუბის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს წარწერით: "სანტოსი ყოველთვის სანტოსია"

View this post on Instagram

A post shared by NJ 🇧🇷 (@neymarjr)

,,სანტოსმა'' ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე ,,ფორტალეზასთან'' 1:2 წააგო, მისმა უშუალო კონკურენტებმა - ,,ბაიამ'' და ,,ვასკო და გამამ'' კი საკუთარი მატჩები მოიგეს და გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს. დღეს მოგების შემთხვევაში, ლეგენდარული პელეს გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებდა.

სხვა სტატიები