ბრაზილიის პრეზიდენტი: "ნეიმარი მსოფლიოზე გამოიძახეს და საქმეს დისტანციურად აკეთებს"
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი - ნეიმარი, მორიგი დიდი სკანდალისა და კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. თუმცა, ამჯერად მას დარტყმა არა სპორტული ექსპერტებისგან ან გულშემატკივრებისგან, არამედ საკუთარი ქვეყნის პირველი პირისგან, პრეზიდენტ - ლუის ინასიუ ლულა და სილვასგან მიადგა.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების ათიანს ირონიული და საკმაოდ მწარე რეპლიკით დასცინა, რამაც სოციალური ქსელებში მომენტალურად დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
ინციდენტი ერთ-ერთი ოფიციალური შეხვედრის დროს მოხდა, როდესაც ლულა და სილვა ბავშვებს ესაუბრებოდა. პრეზიდენტმა მათ მარტივი კითხვა დაუსვა, რასაც მოულოდნელი გაგრძელება მოჰყვა.
ლულა და სილვა: „თქვენი აზრით, ვინ არის ახლა საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელი?“
ერთ-ერთი ბავშვი: „ნეიმარი!“
ლულა და სილვა: „ნეიმარი საერთოდ არ თამაშობს! სადღაც წავიკითხე, რომ ის არის პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიძახეს და თავის საქმეს დისტანციურად, სახლიდან შეასრულებს!“
🚨🚨🚨🚨🚨🚨🚨🚨🚨🚨🚨🚨🚨🚨
— سهم (@1SMi_) June 19, 2026
الرئيس البرازيلي يسخر من نيمار!!!!!!! 😱
لولا: من هو أفضل لاعب برازيلي الآن؟
احد الاطفال: "نيمار!
لولا:
نيمار حتى لا يلعب! قرأت أنه أول لاعب يُستدعى إلى كأس العالم ويؤدي عمله عن بُعد!🤯 pic.twitter.com/AI9sDUI67x
პრეზიდენტის ეს ირონიული რეპლიკა პირდაპირ მიანიშნებს ნეიმარის ბოლოდროინდელ კარიერაზე. „სელესაოს“ ვარსკვლავი ბოლო წლებში მოედანზე უფრო იშვიათად ჩნდება, ვიდრე ლაზარეთში ან სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებზე. მისმა მუდმივმა ტრავმებმა და საუდის არაბეთში გატარებულმა უქმე პერიოდმა ბრაზილიაში ბევრს იმედი გაუცრუა.
ამასთანავე, არ არის ახალი ამბავი, რომ პრეზიდენტ ლულასა და ნეიმარს შორის ურთიერთობა ყოველთვის დაძაბული იყო, მათ შორის პოლიტიკური შეხედულებების გამოც (ნეიმარი არჩევნებში ლულას კონკურენტს, ჟაირ ბოლსონარუს უჭერდა მხარს).
ფაქტი ერთია, ბრაზილიაში ნეიმარის მიმართ ხელშეუხებლობის სტატუსი დიდი ხანია დაიკარგა. როდესაც საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი მსოფლიო ჩემპიონატის წინ ასე ღიად დაგცინის, ეს იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში, ვარსკვლავის მიმართ მოთმინების ფიალა საბოლოოდ აივსო.