ნეიმარის კიდევ ერთი ტრავმა | როდის დაბრუნდება ბრაზილიელი მოედანზე?
ნეიმარი კვლავ ტრავმირებულია. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ბარძაყის ტრავმის გამო სანტოსის გასულ ორ მატჩში მონაწილეობას ვერ იღებდა.
Lequipe-ის ინფორმაციით, რომელიც მედია საშუალებამ ბრაზილიური გრანდის პრეზიდენტთან, მარსელო ტეიშეირასთან საუბრისას მოიპოვა, 33 წლის ფეხბურთელი დეკემბრის ადრეულ რიცხვებამდე მოედანს ვერ დაუბრუნდება, ამ დროისთვის კი ბრაზილიაში 2025 წლის საფეხბურთო სეზონი სრულდება.
ნეიმარი სამშობლოში 2025 წლის სეზონის დაწყებამდე დაბრუნდა და 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 6 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, ბრაზილიის ნაკრებში მას 2023 წლის 18 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია.
სანტოსი 24 ტურის შემდეგ დაგროვებული 27 ქულით ბრაზილიის ჩემპიონატში მე-16 ადგილს იკავებს და შემდეგი მატჩი 2 ოქტომბერს, გრემიოსთან საშინაო კედლებში აქვს დაგეგმილი.