ნეიმარი: "შესაძლოა, ფეხბურთიდან წლის ბოლოს წავიდე"
სანტოსისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა, ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა 2026 წლის ბოლომდე პენსიაზე გასვლა განიხილოს.
დეკემბერში მარცხენა მუხლზე მენისკის ოპერაციის შემდეგ, ნეიმარმა კვირას, სანტოსის შემადგენლობაში, 2026 წლის სეზონის სადებიუტო მატჩი ჩაატარა და ველო კლუბესთან (6:0 გამარჯვება) 50 წუთი ითამაშა.
არ ვიცი რა მოხდება. შესაძლოა, დეკემბერი მოვიდეს და პენსიაზე გასვლა მომინდეს. მე წლიდან წლამდე ვცხოვრობ. ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანია სანტოსისთვის და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისთვის, რადგან ეს მსოფლიო ჩემპიონატის წელია. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა.
ვიცი, რომ ბევრი ადამიანი სისულელეებს ლაპარაკობს, მათ არ იციან ჩემი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, მაგრამ უნდა გავუძლო. ცხადია, მინდოდა უფრო ადრე დავბრუნებულიყავი, მაგრამ საბოლოოდ ცოტათი დავიცადე, რომ 100 პროცენტით ვყოფილიყავი მზად. ახლა თავს ტკივილის გარეშე და უშიშრად ვგრძნობ - ბევრი ვარჯიშით ჩემს მაქსიმუმს მივაღწევ. - განაცხადა ნეიმარმა
სანტოსში, ბარსელონაში, პარი სენ-ჟერმენსა და ალ-ჰილალში ჩატარებულ მატჩებში, ნეიმარს კარიერაში თითქმის 400 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში მისი 79 გოლი ყველა დროის რეკორდია.
გამუდმებული ტრავმების გამო, ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებში 2023 წლის ოქტომბრიდან არ უთამაშია. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც ოთხი თვეა დარჩენილი და ნეიმარის კომენტარები იმას მიუთითებს, რომ ის მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ თავისი ქვეყნა ფეხბურთის უდიდეს სცენაზე კიდევ ერთხელ წამოადგინოს.