ნეიმარი როდრიგოს ოქროს ბურთის ნომინანტებს მიღმა დარჩენას გამოეხმაურა
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' შემტევი, როდრიგო France Football-ის მიერ დასახელებულ ,,ოქროს ბურთის'' 30 ნომინანტს შორის ვერ მოხვდა.
23 წლის ფეხბურთელის ნომინანტებს მიღმა დარჩენას ნეიმარი გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როდრიგო ამ მომენტისთვის მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა.
ფინალისტების დასახელების შემდეგ, ინსტაგრამის პირად გვერდზე პოსტი თავად ,,რეალის'' გარემარბმაც დადო. ბრაზილიელმა გასული სეზონის ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, რასაც თან სიცილისა და გაკვირვების ,,ემოჯები'' დაურთო.
2023-2024 წლების სეზონში როდრიგომ ,,სამეფო კლუბის'' მაისურით ჩატარებულ 51 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. შემტევმა ,,რეალთან'' ერთად ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
🚨🇧🇷📸| Neymar’s Instagram story after Rodrygo wasn’t nominated in the Ballon d’Or top 30.
— All Things Brazil™ 🇧🇷 (@SelecaoTalk) September 4, 2024
“Top 5 in the world, minimum. Superstar” pic.twitter.com/7oTCtXvcXx