Belive

ჯუდ ბელინგემმა რეალის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი დაასახელა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტისთან'' მოგების შემდეგ, ,,რეალის'' ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა განაცხადა, რომ ,,სამეფო კლუბის'' ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი როდრიგოა:

,,როდრიგო ძალიან დაუფასებელია. ჩემი აზრით, ის რეალის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. ბურთით ისეთი რაღაცები შეუძლია, საკუთარ თავს ვეკითხები, როგორ აკეთებს ამ ყველაფერს... ეს მე რომ მეცადა, ალბათ კოჭს მოვიტეხავდი (იცინის). - ჯუდ ბელინგემი

მიმდინარე სეზონში როდრიგოს ანგარიშზე მადრიდის ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 12 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის ორმატჩიან დაპირისპირებაში ,,სამეფო კლუბმა'' ,,მანჩესტერ სიტი'' 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

სხვა სტატიები