არც მესი და არც რონალდუ - ბუფონმა დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი ვის წინააღმდეგაც უთამაშია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულ იტალიელ მეკარეს, ჯანლუიჯი ბუფონს, Corriere della Sera-სთან ინტერვიუში, სთხოვეს დაესახელებინა საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვის წინააღმდეგაც ოდესმე უთამაშია:
,,სამ სხვადასხვა თაობასთან ვითამაშე... როგორ გამოვარჩიო? ზიდანი, რონალდო, მესი, რონალდუ, ინიესტა...
ერთი უნდა ავირჩიო? ნეიმარი! იმის გამო თუ როგორი ადამიანი და ფეხბურთელია, კარიერის განმავლობაში 5 ოქროს ბურთი მაინც უნდა მოეპოვებინა.'' - ჯანლუიჯი ბუფონი
ნეიმარი ,,ოქროს ბურთის'' მოგებასთან ყველაზე ახლოს 2015 და 2017 წლებში იყო, როცა გამოკითხვაში მე-3 ადგილი დაიკავა. ბრაზილიელს ორივე შემთხვევაში მხოლოდ ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ აჯობეს.
Gianluigi Buffon said Neymar is the best player he ever played against ✨ pic.twitter.com/4Nfg5fv8XH
— ESPN FC (@ESPNFC) November 19, 2024