ნეიმარი ბრაზილიელებს: "მბაპესთან ერთად თამაში ჯოჯოხეთია"
გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარმა "რეალში" მოთამაშე ბრაზილიელი მეგობრები მბაპეს შესახებ გააფრთხილა და მასთან ერთად თამაშს "ჯოჯოხეთური" უწოდა.
"პსჟ"-ს შემადგენლობაში, 2017-დან 2023 წლამდე, ნეიმარმა და მბაპემ ერთად 136-ჯერ ითამაშეს და კომბინირებულად 54 გოლი გაიტანეს (ერთმანეთზე საგოლე გადაცემებით). ნეიმარი ახლა "ალ ჰილალშია", მბაპე კი მიმდინარე სეზონში შეუერთდა მადრიდის "რეალს". ნეიმარმა გააფრთხილა თანამემამულე ბრაზილიელები: ვინისიუსი, როდრიგო და ედერ მილიტაო, რომ ფრანგ ფეხბურთელთან ერთად თამაში ხშირად "კატასტროფული" იყო.
ბრაზილიელები (მადრიდის რეალში) ნეიმართან მეგობრობენ. ნეიმარსა და მბაპეს შორის ომი ყოველთვის იყო. ნეიმარმა ბრაზილიელებს გაუგზავნა გაფრთხილება მბაპეს შესახებ და უთხრა მათ, რომ ეს იყო კატასტროფული გამოცდილება - ნამდვილი ჯოჯოხეთი. - განაცხადა ჟურნალისტმა სირილ ჰანუნამ - Europe 1-ზე
ნეიმარი და მბაპე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცუდ ურთიერთობაში იყვნენ, მბაპემ 2022 წლის სექტემბერში აღიარა, რომ მისი ურთიერთობა ნეიმართან ზოგჯერ 'ცივი' იყო, ზოგჯერ კი 'თბებოდა'. როგორც ჩანს, მას შემდეგ ურთიერთობები არ გაუმჯობესებულა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ახლა სხვადასხვა კონტინენტზე თამაშობენ.