Belive

ნეიმარი: "გაჩუმებას არ ვაპირებ, ნაწყენი ვარ"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გუნდის განაცხადი დაასახელა და 34 წლის ვინგერი, ნეიმარი, მასში არ არის.

ნეიმარმა არ დამალა იმედგაცრუება ბრაზილიის ნაკრებში არგამოძახების გამო. „სელესაოს“ უახლოეს კვირებში საფრანგეთთან და ხორვატიასთან ამხანაგური თამაშები აქვს. ნაკრებში ენდრიკი და იგორ ტიაგო ბრუნდებიან, ნეიმარისთვის კი ადგილი ვერ გამოინახა. მას ბრაზილიის ნაკრებში 2023 წლის ოქტომბერიდან, მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ არ უთამაშია.

ვისაუბრებ, რადგან არ მინდა ჩუმად ყოფნა. აშკარაა, რომ იმედგაცრუებული და მოწყენილი ვარ იმის გამო, რომ არ გამომიძახეს. მაინც კონცენტრირებული ვრჩები - ყოველდღე ვარჯიში, მატჩიდან მატჩამდე - მე მივაღწევ ჩემს მიზანს, დაველოდები საბოლოო სიას - განაცხადა ნეიმარმა

მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ბრაზილიის ნაკრების საბოლოო განაცხადი 19 მაისს გახდება ცნობილი. მანამდე ნეიმარს, სანტოსის რიგებში, ჩემპიონატის 10 მატჩი, ბრაზილიის თასის ორი და შესაძლოა, სამხრეთ ამერიკის თასის რამდენიმე შეხვედრის ჩატარება მოუწიოს. 2026 წელს მას ოთხი მატჩი და ორი გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები