,,ფეხბურთი ზუსტი მეცნიერება არ არის'' - ანჩელოტი ნეიმარზე
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავმარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ნეიმარის შესაძლო გამოძახების შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მაისში მიიღებს:
,,ყველაფერს ვხედავ და მესმის, მაგრამ ჩემი მოვალეობა გადაწყვეტილებების მიღებაა. ფეხბურთი ზუსტი მეცნიერება არ არის. ყველას თავისი აზრი აქვს, მე კი ვალდებული ვარ, მათ პატივი ვცე. ხანდახან ყველაფერი სწორად გაქვს გათვლილი, მაგრამ შედეგი მაინც არ მოდის. ნეიმარი ფენომენალური მოთამაშეა, ამაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ჩვენ უნდა შევაფასოთ მისი ფიზიკური კონდიციები და ის, თუ რა არის საუკეთესო გუნდისთვის ამ კონკრეტულ მომენტში. კარი ყოველთვის ღიაა ნიჭიერი ფეხბურთელებისთვის, მაგრამ ბალანსი აუცილებელია
გადაწყვეტილებას მაისში მივიღებ, თუმცა სამი მეკარის ვინაობა უკვე გარკვეულია. მცველების შემადგენლობაც მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულია. ამ შეკრებაზე სამი ახალი მოთამაშე გვყავს: ლეო პერეირა, ბრემერი და იბანიესი. ჩვენი მიზანია, შევაფასოთ არა იმდენად მათი ფიზიკური ფორმა, არამედ ის, თუ როგორ ეწერებიან ისინი გუნდში. ყველას აქვს საჭირო მონაცემები მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად. თან წავიყვანთ ოთხ ან ხუთ ცენტრალურ მცველს, იმის გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთ მათგანს მარჯვენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია.'' - კარლო ანჩელოტი
ნეიმარმა, რომელიც ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, ეროვნულ გუნდში ბოლოს 2023 წლის 18 ოქტომბერს, ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშა.