Belive

მიკელ არტეტა: "ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ"

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის და უეფას ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონის, ლონდონის არსენალის მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა შემდეგი სეზონის შესახებ საუბრობს.

"ახალი სეზონის დაწყების წინ კიდევ უფრო შთაგონებული ვარ. ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა ტიტულისთვის, რადგან ეს შეესაბამება ჩვენს ამბიციებს. შესანიშნავად ვიცით, თუ რისი უნარი შესწევს გუნდს.

მთელი სამუშაო, რომელიც ზაფხულში შევასრულეთ და რომელიც პირადად მე გავწიე, მდგომარეობს იმაში, რომ ზუსტად გავიაზროთ, რა არის საჭირო ახალი გამარჯვებებისა და ამ კლუბში დინასტიის შესაქმნელად. ეს ჩვენი მთავარი მიზანია", - ამბობს ესპანელი სპეციალისტი.

ლონდონის არსენალი ახალ სეზონს 16 აგვისტოს, მანჩესტერ სიტისთან ინგლისის სუპერ თასის ეგიდით ჩასატარებელი მატჩით დაიწყებს, ხოლო პრემიერ ლიგაში საწყისი ტურის შეხვედრას ქოვენთრისთან გამართავს.

სხვა სტატიები