კარგად ნაცნობი თანამემამულე მესისთან - ინტერ მაიამის ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ინტერ მაიამის" ახალი მთავარი მწვრთნელი, 60 წლის არგენტინტინელი - ტატა მარტინო ჰყავს.
ტატა მარტინოს ლეო მესისთან მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს. იგი 2013-2014 წლებში "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი იყო, 2014-2016 წლებში კი არგენტინის ნაკრებს ედგა სათავეში.
ტატა მარტინო ბოლოს მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე უსახური თამაშის გამო, იგი ნაკრებიდან დაითხოვეს.
ტატა მარტინო "ინტერ მაიამის" მთავარ მწვრთნელად 28 ივნისს დაინიშნა და ჯერჯერობით უცნობია მისი კონტრაქტის დეტალები, თუ როდემდე იმუშავებს არგენტინელი თავკაცი ამერიკული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე.
“We are very happy to be able to welcome Tata to Inter Miami. We feel he is a coach who matches our ambitions as a club and we’re optimistic about what we can accomplish together. Tata has coached at the highest levels and we believe that experience will be hugely beneficial to… pic.twitter.com/KkBrgoq0pZ
— Inter Miami CF (@InterMiamiCF) June 28, 2023