Belive

ჰანსი ფლიკი: "კუბარსის მატჩისშემდგომი ფოტოები ასახავს ჩემი გუნდის ბრძოლისუნარიანობას"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ,,ბარსელონამ'' ,,ცრვენა ზვეზდას'' სტუმრად 5:2 მოუგო და კატალონიელები საოცარ ფორმაში ყოფნას და ბრწყინვალე ფეხბურთის თამაშს განაგრძობენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფლიკის გუნდმა მიმდინარე სეზონის საწყის 16 შეხვედრაში 55 გოლის გატანა შეძლო, რაც კატალონიელთა რეკორდია.

"ცრვენა ზვეზდასთან" მატჩის ბოლო წუთებზე, თავის არეში მძიმე დარტყმა მიიღო, 17 წლის პაუ კუბარსიმ, რომლის ფოტოებიც მატჩის დასრულების შემდეგ გასახდელიდან გავრცელდა და კარგად ჩანს, რომ მას სახისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული.

ამ ფაქტის შესახებ, კატალონიის "ბარსელონას" გერმანელმა თავკაცმა, 59 წლის ჰანსი ფლიკმა ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ცუდი ფაქტი მოხდა მატჩის ბოლოს, თუმცა კუბარსის მატჩისშემდგომი ვიზუალი და ფოტოები ასახავს ჩემი გუნდის ბრძოლისუნარიანობას, რაც მახარებს.

პაუ კარგად არის, თავს იდეალურად გრძნობს და გამარჯვებასაც ღიმილიანად და ბედნიერად შეხვდა. მისი ტრავმა ძალიან სერიოზული არ აღმოჩნდა და არც დიდი ხნის გამოტოვება მოუწევს, თუმცა სამწუხაროა, რომ მას მინიმუმ 10 ნაკერი უნდა დაადონ.

კუბარსი მაგარი ბიჭია და შემდეგ მატჩებს ამ კონკრეტული ფაქტის გამო უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება!" - ჰანსი ფლიკი

,,ბარსელონა'' მომავალ მატჩს კვირას ღამით, 00:00 საათზე, ,,რეალ სოსიედადთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები