ნაპოლი და ოსიმენის მხარე ფეხბურთელის წასვლაზე მუშაობენ
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიქტორ ოსიმენის სიტუაცია არ იცვლება. ნიგერიელ ფორვარდს წასვლა ისევ სურს და იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ორივე მხარე ამაზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ანტონიო კონტეს რომელუ ლუკაკუს დამატება ძალიან სურს.
🚨🇳🇬 Victor Osimhen, not even called up for Napoli in their friendly game against Girona.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 3, 2024
Napoli and Osimhen’s camp keep working on solutions for Victor to leave…
…as Antonio Conte only wants Romelu Lukaku. pic.twitter.com/uuaaq8Gz0v
საინტერესოა ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ ოსიმენის აგენტმა ვიქტორის გარშემო აგორებულ ამბებს ჭორები უწოდა.
ვიქტორთან დაკავშირებით „ფანტაზიები" წავიკითხე... თითქოს ის იყო ამანათი, რომელიც სწრაფად უნდა მიიღონ. ეს ამანათი ისტორიაში სკუდეტოს მესამედ მომგები ნაპოლის საუკეთესო ბომბარდირია. პატივი ეცით მას და შეწყვიტეთ ყალბი ამბების გავრცელება - განაცხადა რობერტო კალენდამ
ფაქტი ერთია, ოსიმენს რომ დიდიხანია "ნაპოლის" დატოვება სურს ეს ყველამ კარგად იცის. ნიგერიელ ფორვარდს არაერთი მსურველი ჰყავს, მათ შორის არაბეთიდან და ინგლისიდან.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ "ჟირონასთან" ამხანაგურ შეხვედრაში ოსიმენი განაცხადშიც კი არ იყო.
გასულ სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა, ყველა ტურნირზე 17 გოლი გაიტანა. 2022/23 წლების საჩემპიონო სეზონში კი 31 გოლის გატანა მოახერხა.