Belive

ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი: ,,კვარაცხელიასა და ლუკმენის გაცვლაზე ვიფიქრებდი''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' ყოფილმა თავდამსხმელმა, შტეფან შვოხმა, განაცხადა, რომ აურელიო დე ლაურენტისის ადგილას, შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელია ადემოლა ლუკმენში გაეცვალა:

,,კვარაცხელია თუ ლუკმენი? ლუკმენმა ევროპა ლიგის ფინალში შესრულებული ჰეთ-თრიკით გაიბრწყინა და ეს სეზონი მაღალ დონეზე დაასრულა, კვარაცხელიამ თავი მაშინ გამოიჩინა, როცა ამის ნაკლები მოლოდინი იყო. შეუძლებელია, ლუკმენის სამი გოლის გამო, კვარას დავუკარგოთ ის, რაც მან გააკეთა.

ნაპოლის პრეზიდენტი რომ ვიყო, მათ გაცვლაზე დავფიქრდებოდი. ალბათ, ,,კარზე დაგეშილი'' უფრო ლუკმენია, ვიდრე კვარაცხელია, თუმცა ატალანტასა და ნაპოლიში თამაში განსხვავებულია... როცა ნეაპოლური გუნდის მაისური გაცვია, მთელი ქალაქის წნეხს გრძნობს.'' - შტეფან შვოხი

სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება ლუკმენს, ნიგერიელმა ,,ატალანტას'' მაისურით ჩატარებულ 29 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და ასევე 6 ასისტი მიითვალა.

სხვა სტატიები