Belive

ნაპოლის ვეტერანი: "კვარაცხელია სკუდეტოს კაცია, ფსონს მასზე და ნეაპოლელებზე ჩამოვდივარ"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, კლაუდიო სალა, რომელიც 1968/69 წლებში "ნაპოლიში", კარიერის დანარჩენი პერიოდის განმავლობაში კი "მონცას", "ტორინოსა" და "ჯენოას" შემადგენლობაში გამოდიოდა, ნეაპოლური გუნდისა და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და მიიჩნევს, რომ მას გუნდისთვის იტალიის სერია A-ს მოგებაში დახმარება შეუძლია.


"მე კვარაცხელიაში ჩემს თავს ვხედავ, ის სირბილით, ტექნიკით და კონტრშეტევის დროს დაგვირგვინების უნარით მგავს. განსაკუთრებით ის პერიოდი მახსენდება, როცა ტურინში სათამაშო ამპლუა შემიცვალეს და 7-ნომრიანი მაისურით მარცხენა ფლანგზე გადავედი.

მგონია, რომ კვარა წინასწარ განსაზღვრულია, როგორც "ნაპოლის" ლიდერი სკუდეტოს დაბრუნების საქმეში. ის სკუდეტოს კაცია. მე ფსონს მასზე და "ნაპოლიზე" ჩამოვდივარ. ისინი "მილანთან" ერთად ფავორიტები იქნებიან. არ უნდა დავივიწყოთ "ინტერი" "იუვენტუსი" და თვით "რომა". ჩემპიონატი ძალიან გრძელია", - თქვა 75 წლის სპეციალისტმა.

Claudio Sala: “I see myself in Kvaratskhelia.  I'll tell you what it looks like "

ვეტერანი ფეხბურთელი 11 წლის განმავლობაში "ტორინოს" მაისურს ირგებდა, სწორედ ამიტომ, ჟურნალისტებმა მას მოახლოებული "ნაპოლი" - "ტორინოს" მატჩზე პროგნოზის გაკეთება სთხოვეს.


""აძურისთვის" მარტივი მატჩი არ უნდა გამოვიდეს, რადგან "ტორინო" შესაძლოა გაღიზიანებული იყოს, ითამაშოს აგრესიულად და "ნაპოლის" სივრცეები შეუზღუდოს. თუმცა, იმისათვის, რომ არ დამარცხდეთ ნეაპოლში, თქვენ სრულყოფილი მატჩის ჩატარება გჭირდებათ. ლუჩიანო სპალეტის გუნდს გამარჯვების მოსაპოვებლად ბევრი იარაღი აქვს", - თქვა კლაუდიომ.


იტალიის სერია A-ს მერვე ტურში გასამართი მატჩი, “ნაპოლის” 1 ოქტომბერს, საშინაო კედლებში ელოდება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება.

სხვა სტატიები