Belive

რიო ფერდინანდი: "კვარაცხელიამ მეტოქე გაასაზიზღრა - ის დაფრინავს"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მცველმა და ამჟამად საფეხბურთო მიმომხილველმა - რიო ფერდინანდმა, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "ასტონ ვილას" კარში გატანილ ულამაზეს გოლზე ისაუბრა და ქართველი შემტევი, ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე კარგ ინგლისელ დრიბლიორს - კრის უოდლს შეადარა.

"გოლის ეპიზოდში კვარაცხელიამ მისი მეტოქე გაასაზიზღრა. გარდა იმისა, რომ მოედანზე დააგდო, ლამაზად მოიცილა ის და ულამაზესად დაარტყა. ამ ადგილიდან გოლის გატანა თითქმის შეუძლებელი იყო.

ეს არის უოდლის რეინკარნაცია, ეს არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ამ წერტილიდან შეეძლო გოლის გატანა.

კვარაცხელია დაფრინავს მას შემდეგ, რაც "პსჟ"-ში გადავიდა..." - რიო ფერდინანდი

კრის უოდლი ინგლისელი ფეხბურთელი იყო, რომელმაც 1985-1991 წლებში ქვეყნის ღირსება 62-ჯერ დაიცვა და 6 გოლის გატანა შეძლო.

მას წლების განმავლობაში პრემიერ ლიგის არაერთ გრანდში უთამაშია.

სხვა სტატიები