ნაპოლის პრეზიდენტმა დაასახელა რეალური თანხა, რომელიც ბაიერნმა კიმის სანაცვლოდ გადაიხადა
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ნაპოლის'' პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, კიმ მინ-ჯეს ,,ბაიერნში'' ტრანსფერის ფინანსურ დეტალებზე ისაუბრა:
,,რეალური თანხა, რომელიც ბაიერნისგან კიმის სანაცვლოდ მივიღეთ, 42 მილიონი ევროა და არა 57 მილიონი, როგორც ეს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ დაწერა...
ჩვენ ვიცოდით, რომ ის გასულ ზაფხულს კლუბის დატოვებას აპირებდა, ამიტომ მისი ტრანსფერი მოსალოდნელი იყო.'' - აურელიო დე ლაურენტისი
კიმი ,,ნაპოლიდან'' ,,ბაიერნში'' 2023 წლის ზაფხულში გადავიდა და ახალ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მიმდინარე სეზონში 27 წლის კორეელის ანგარიშზე მიუნხენური გრანდის მაისურით ჩატარებულ 22 შეხვედრაში 1 გოლია.