Belive

ნაპოლის მწვრთნელი: ,,ბარსელონასთან ფრეზე თამაშს არ ვაპირებთ''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ, კატალონიის ,,ბარსელონასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის, ვიყო ნაპოლის მთავარი მწვრთნელი! მადლობას ვუხდი სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციას, ფეხბურთელებსა და ქომაგებს ასეთი პატივისცემისა და გაგებისთვის!

ჩვენ დღეიდან ახალ მოგზაურობას ვიწყებთ. ბევრი ლაპარაკი არ გვჭირდება, მთავარია მოქმედება, ასე რომ, პირდაპირ მუშაობას შევუდექით. ბევრი დრო არ გვაქვს, ამიტომ, ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ სინანულის დრო არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ რთული პერიოდი ჰქონდათ, ცხადია, ბარსელონა ძლიერი გუნდია, ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში. თუმცა, ჩვენ ნაპოლი ვართ და არავის არ გვეშინია. ფრეზე თამაშს არ ვაპირებთ, თუ მეტოქე ისე კარგად ითამაშებს, რომ ასეთი შედეგი დადგება, მათ წინაშე ქედს მოვიხრით, მაგრამ მიზანი გამარჯვებაა.

ოსიმენმა გუნდთან ერთად ივარჯიშა. ბუნებრივია, ეს ხანგრძლივი სესია არ ყოფილა, მაგრამ ის სრული ტემპით ვარჯიშობდა. ყველაფერი ხვალინდელი ვარჯიშის შემდეგ შეფასდება.

ჩემი ტაქტიკა 4-3-3-ია, მაგრამ სისტემებზე მიბმული არ ვარ! ეს გუნდი უკვე აწყობილია და ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო ის მახასიათებლები, რაც ფეხბურთელებს აქვთ. - ფრანჩესკო კალცონა

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ,,ნაპოლი'' კატალონიის ,,ბარსელონას'' უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები