ნაპოლის მწვრთნელი: ,,კვარაცხელია? მოედანზე ის დავტოვე, ვინც კარგად თამაშობდა''
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ, ,,ბარსელონასთან'' ფრედ დასრულებულ მატჩზე ისაუბრა:
,,სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, მაგრამ გუნდს ბრძოლისუნარიანობის ხელახლა გამოვლინება მივულოცე.
ძალიან კარგი მეორე ტაიმი ჩავატარეთ, თუმცა ტაქტიკურ დონეზე წინსვლა გვჭირდება. ბარსელონას სივრცეები დავუთმეთ, რაც ასეთ გუნდთან დაუშვებელია. თუმცა, ბოლოს მოგებას ვცდილობდით და ეს კარგის ნიშანია. გუნდის სულისკვეთება ძალიან მომეწონა.
ლინდსტრომი კვარაცხელიას ნაცვლად? მოედანზე ის დავტოვე, ვინც კარგად თამაშობდა. პოლიტანო გასაოცარი იყო, რადგან ბევრს მუშაობდა და დაცვასაც ენერგიულად ეხმარებოდა. სახელების მიუხედავად, მოედანზე რჩება ის, ვინც კარგად თამაშობს... კვარაცხელია უმაღლესი დონის ფეხბურთელია და გასული სეზონის მსგავსად, ძალიან დაგვეხმარება. დღეს მისი თამაში ფანტასტიკური არ ყოფილა, მაგრამ ასეთები ხდება. მას ტაქტიკურად ცუდად არ უთამაშია და საერთო ჯამში, მისით კმაყოფილი ვარ.
ტაქტიკური პრობლემების გათვალისწინებით, თავიდან გაგვიჭირდა, მაგრამ, მესმის, რომ მხოლოდ ერთდღიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ, მცირე დაბნეულობა იყო. სათადარიგოთა სკამიდან შესულმა ფეხბურთელებმა გუნდს ენერგია შემატეს, რამაც კარგად იმუშავა.
პირველი ნახევარი საათი განსაკუთრებით რთული იყო, შემდეგ კი რეაგირება შევძელით. ასეთი დონის გუნდთან ბოლომდე ბრძოლა კმაყოფილების განცდას მიტოვებს.'' - ფრანჩესკო კალცონა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,ნაპოლიმ'' ,,ბარსელონას'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანი 68-ე წუთზე დატოვა.
გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 13 მარტს, კატალონიაში გაიმართება.