Belive

კარგი სტარტი ცუდი გაგრძელებით - დანი ოლმო მინიმუმ 1 თვეს იუქმებს

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლა ლიგის ახალ სეზონს ბრწყინვალედ იწყებს კატალონიის "ბარსელონა". ჰანსი ფლიკის თავკაცობით, კატალონიურმა კლუბმა ლა ლიგის საწყის 5 ტურში ხუთივე გამარჯვება მოიპოვა, მათ ანგარიშზე 17 გატანილი და 3 გაშვებული გოლია.

სეზონს ბრწყინვალედ იწყებენ ლამინე იამალი და კლუბის ახალწვეული დანი ოლმო. ლამინე იამალის ანგარიშზე 3 გატანილი გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა, დანი ოლმომ კი 3 გოლის გატანა შეძლო.

დანი ოლმომ "ჟირონასთან" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა მატჩის მე-60 წუთზე მან ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა, მის ნაცვლად კი მოედანზე ერიკ გარსია შემოვიდა.

სამწუხაროდ, 26 წლის ესპანელი შემტევის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - დღეს დილით ჩატარებულმა სამედიცინო ტესტებმა აჩვენა, რომ ოლმომ მარჯვენა ბარძაყის ძვალი დაიზიანა. სავარაუდოდ, ის დაახლოებით 4-დან 5 კვირამდე იუქმებს.

შეგახსენებთ, რომ ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ, დანი ოლმომ 3 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მან "რაიო ვალეკანოს", "ვალიადოლიდისა" და "ჟირონას" კარის აღება შეძლო.

ის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ "ბარსელონას" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა, "ბარსელონასთან" 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ჩათვლით გაახანგრძლივა.

სხვა სტატიები