Belive

ჩელსი 50 მილიონს იხდის - ბარსელონა ფიქრობს, გაუშვას თუ არა ფერმინი

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ბარსელონას 22 წლის შემტევი ნახევარმცველი - ფერმინ ლოპესი, შესაძლოა ჩელსიში გადავიდეს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ, ფერმინ ლოპესით უამრავი გრანდია დაინტერესებული, ბოლო პერიოდში იგი ბარსელონას რიგებშიც მცირე სათამაშო დროს იღებს, თუმცა როგორც თავად ამბობს, მას ბარსელონას დატოვება არ სურს.

ბრიტანულ მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩელსი ახალგაზრდა შემტევის დამატებით ძალიან არის დაინტერესებული და ბარსელონას €50 მილიონს სთავაზობს - ამ ყველაფერს კი ის ემატება, რომ ლონდონელები მას გაორმაგებულ ხელფასს სთავაზობენ და ძირითად შემადგენლობაში გარანტირებულ ადგილს.

ბარსელონასა და ჰანსი ფლიკს მისი გუნდიდან გაშვება არ სურთ, თუმცა თუ ფეხბურთელი ამას გადაწყვეტს ბარსელონა მოლაპარაკებებს გამართავს. თუ ფერმინი წავა, ბარსელონა მის სანაცვლოდ €70 მილიონს მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ფერმინ ლოპესი ბარსელონას აკადემიის "ლა მასიას" გაზრდილია და ბარსელონას ძირითად გუნდში 2023 წლიდან თამაშობს, რა პერიოდშიც მან 89 მატჩი ჩაატარა, სადაც 19 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ფერმინ ლოპესი ესპანეთის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა, ეროვნულ ნაკრებში კი 2-ჯერ ითამაშა, თუმცა 2024 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები