Belive

ნაპოლის მთავარი სამიზნე ანტონიო კონტე იქნება

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლიმ", შესაძლოა, ანტონიო კონტე მთავარ მწვრთნელად მიიწვიოს.

Il Mattino-ს ცნობით, მწვრთნელის თანამდებობაზე ნაპოლის კანდიდატები არიან ანტონიო კონტე, "ატალანტას" თავკაცი ჯან პიერო გასპერინი და "ფიორენტინას" ვინჩენცო იტალიანო.

ნაპოლი კონტეს დანიშვნაზე აქტიურად მუშაობს, რადგან ფრანჩესკო კალცონას ნაცვლად გამოჩენილი მწვრთნელი სურთ. აურელიო დე ლაურენტისი მზად არის, კონტეს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის ღირებულება წელიწადში 8 მილიონი ევრო იქნება. "იუვენტუსის", "ინტერისა" და "ტოტენჰემის" ყოფილ მწვრთნელს დრო სჭირდება ამ წინადადებაზე დასაფიქრებლად. ნაპოლის შერჩეულ სიაში შემდეგია გასპერინი, რომელმაც ამ სეზონში, ატალანტა ევროპის ლიგის ნახევარფინალამდე მიიყვანა.

ნეაპოლელები სტეფანო პიოლის მოწვევასაც განიხილავენ, ის სეზონის ბოლოს "მილანს" დატოვებს.

იტალიის მოქმედი ჩემპიონი სერია A-ში მე-8 ადგილს იკავებს და ევროტურნირების საგზურისთვის ბრძოლაშია.

სხვა სტატიები