ნაპოლის მეკარე: "არ გეტყვით როგორ ასრულებს კვარა ვარჯიშზე პენალტებს"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს მერვე ტურში "ემპოლიმ" "ნაპოლი" მიიღო და მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა, მატჩის ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ, პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. ნაპოლისთვის შეხვედრა მძიმე გამოდგა და შეიძლება ითქვას, რომ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა სტუმართა მეკარის, ელია კაპრილეს კარგი თამაშის წყალობით გოლი არ გაუშვიათ. კაპრილემ მატჩი შეაფასა და კვარას პენალტზეც ისაუბრა.
კვარა ვარჯიშებზეც ზუსტად ისეთივე ფენომენია, როგორსაც მოედანზე ხედავთ. როგორ ურტყამს პენალტებს? ჯობია ამაზე ბევრი არ ვილაპარაკო, რდგან სხვებს უპირატესობა არ შეექმნათ.
თამაშში უკეთესად ემპოლის ფეხბურთელები ჩაერთვნენ და გაგვიჭირდა, პირველი ტაიმი მართლაც ცუდი იყო, თუმცა შესვენებაზე მწვრთნელმა გამოგვაფხიზლა. - განაცხადა ელია კაპრილემ
ხვიჩასთვის ეს გოლი ჩემპიონატში მე-4 იყო. ნაპოლიმ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და სერია A-ს 19 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები, მომავალ ტურში, არმანდო მარადონაზე "ლეჩეს" მიიღებენ.