ნაპოლის კაპიტანი: "კვარაცხელია ყველა თვისებას ავლენს, ვარჯიშზეც კი მაქსიმუმს ითხოვს"
იტალიური "ნაპოლის" კაპიტანმა და იტალიის ნაკრების მარჯვენა მცველმა, ჯოვანი დი ლორენცომ ნეაპოლური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ის ეთერში რამდენიმე საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა და მათ შორის გუნდისა და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.
"ის, რა თქმა უნდა, ყველა თავის თვისებას ავლენს, ვარჯიშის დროსაც კი სურს, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ. მან ასე უნდა გააგრძელოს, მაგრამ ასევე იმ მომენტებში, როცა საქმეები კარგად არ მიდის, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ რომ სირთულეები დავძლიოთ. რასპადორი, სიმეონე, ოლივერა მაშინვე გახდნენ პროდუქტიულები და გუნდთან მაქსიმალურად მოკლე დროში ადაპტირდნენ. ეს არის სწორი სულისკვეთება", - თქვა ჯოვაინ დი ლორენცომ.
2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება.
იტალიის სერია A-ს მერვე ტურში გასამართი მატჩი, “ნაპოლის” 1 ოქტომბერს, საშინაო კედლებში ელოდება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.