Belive

Corriere dello Sport: "კვარაცხელია ნომერ პირველი სახალხო საშიშროებაა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2023 წლის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" ერთად მილანის "ინტერის" წინააღმდეგ, "სან სიროზე" გამართავს.

მატჩის წინ, პრესტიჟული იტალიური მედია-საშუალება, Corriere dello Sport-ი "ნაპოლის" ძალებს განიხილავს და მათ მთავარ იარაღად სწორედ 21 წლის ქართველს ასახელებს.

"კვარაცხელია ნომერ პირველი საჯარო საშიშროებაა, თუმცა "ნაპოლის" წინ ვიქტორ ოსიმენიც ჰყავს, რომლის სახიფათოობაც "ინტერმა" შარშან იგემა - ნიგერიელმა პენალტი მოიპოვა და გაიტანა, შემდეგ კი ჯეკომ გაათანაბრა.

ქართველი კი სრულიად ახალი მეტოქეა და სეზონის პირველ ნაწილში გამოვლენილი მახასიათებლების გამო განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ინძაგიმ კლასიკური გალია უნდა შექმნას სამი ფეხბურთელის მონაწილეობით: "შკრინიარი, დუმფრისი და ბარელა", - წერს Corriere dello Sport.

"ნაპოლის" და "ინტერის" დაპირისპირება 4 იანვარს სერია A-ს მე-16 ტურის ეგიდით გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები