ნაპოლის გამოცდილი ნახევარმცველი ტოვებს - სამხრეთელებმა ოფიციალური შეთავაზება მიიღე
"ნაპოლის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პირველი ფეხბურთელი ტოვებს - როგორიც იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, კლუბიდან წასვლასთან ახლოს გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი, პიოტრ ზიელინსკია.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცნობები იტალიურ მედიაში 2023 წლის პირველ ნახევარში აქტიურად ვრცელდებოდა, ახლა კი როგორც ირკვევა, საქმე საკმაოდ სერიოზულადაა.
კერძოდ, პოლონელი ფეხბურთელის დამატების სურვილი ნეაპოლელთა ყოფილ და "ლაციოს" ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, მაურიციო სარის აქვს, რომელიც 29 წლის ფეხბურთელს სატელეფონო ზარის მეშვეობით სულ ცოტა ხნის წინ ესაუბრა, რის მერეც დედაქალაქურმა კლუბმა სამხრეთელებს ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა.
დედაქალაქელები იტალიის მოქმედ ჩემპიონს 18 მილიონ ევროს სთავაზობენ, თუმცა სამხრეთული კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი 30 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს. ირკვევა, რომ მიუხედავად ამ დიდი განსხვავებისა, მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს და ტრანსფერის განხორციელება საკმაოდ რეალურია.
ზიელინსკი "ნაპოლის" 2016 წლის ზაფხულში, "უდინეზედან" შეუერთდა და 329 შეხვედრაში 47 გოლის გატანა და 44 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. პოლონელმა კლუბთან ერთად სერია A და იტალიის თასი მოიგო.